Back საქართველოს მოსამართლეები იღრმავებენ ცოდნას გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებზე

საქართველოს მოსამართლეები იღრმავებენ ცოდნას გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებზე

2017 წლის 1-2 ივნისს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი მოსამართლეებისთვის თემაზე “გამოხატვის თავისფულება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით”.

ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია გამოხატვის თავისუფლების შესახებ არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ქართულ რეალობაში გამოყენების შესახებ. ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების შესახებ, მათ შორის სიძულვილის ენასთან მიმართებაში არსებული შეზღუდვების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page