Back ვმუშაობთ ერთად მათი უფლებების დასაცავად, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ

ვმუშაობთ ერთად მათი უფლებების დასაცავად, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ

ევროპის საბჭომ და ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში დაიწყო განმეორებითი ტრენინგების ციკლი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებებსა და სამედიცინო ეთიკის საკითხებზე, რომელიც საგანგებოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებათა თანამშრომლებისთვის ტარდება.

ტრენინგების მიზანია, მონაწილეთა ცოდნის განმტკიცება, ეთიკური სტანდარტების უკეთ გააზრება, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა ადამიანის უფლებების გათვალისწინებით და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება, რათა მათ თავიანთი ცოდნა მეტი დამაჯერებლობით გამოიყენონ ყოველდღიურ საქმიანობაში.

პირველი სესია 20 ნოემბერს ჩატარდა. მომდევნო სესიები ყოველ კვირას გაიმართება წლის ბოლომდე, პარალელურად თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. დანარჩენი მონაწილეებისათვის კი განახლდება 2017 წლიდან.

ტრენინგებს გაუძღვებიან ადგილობრივი კონსულტანტები - ფსიქიატრიულ დაწესებულებათა, სახალხო დამცველის ოფისის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლები, რომლებმაც საგანგებო მომზადება გაიარეს 2015 წლის ივნისსა და ივლისში, პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში. ტრენინგების მოდული, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ სესიებს მოიცავს, ასევე საგანგებოდ მომზადდა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.

აღნიშნული ტრენინგების ციკლი ნაწილია ევროპის საბჭოს აქტივობებისა, რომლებიც საქართველოს დახურული ტიპის დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. ისინი ორგანიზებულია ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” – ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის განკუთვნილ პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში ხორციელდება.  

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge