Back საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და მაუწყებლების ტრენინგი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მედია მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით

ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და მაუწყებლების ტრენინგი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მედია მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით

2016 წლის 22, 26 და 29 ივნისსა და 9-10 ივლისს ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციასთან ერთად ჩაატარა მარეგულირებლის, ნაციონალური, რეგიონალური და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებისათვის ტრენინგები თემაზე წინასაარჩევნო კამპანიის დროს კომუნიკაციის კომისიისა და მაუწყებელთა უფლება-მოვალეობანი წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

 

ტრენინგების ფარგლებში ევროპის საბჭოს ექსპერტი წარმოადგინა წინასაარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგის სახელმძღვანელო წესები და რეკომენდაციები, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო პრაქტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ევროპის საბჭოს ექსპერტმა მიმოიხილა მარეგულირებლისა თუ მაუწყებელთათვის სავალდებულო სპეციალური სამართლებრივი ნორმები რომლებიც მაუწყებელთა საპროგრამო ბადეს, უფასო და ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებს, დაფინანსების წყაროს გასაჯაროებას, მედიის მიერ არჩევნების გაშუქების ეთიკურ სტანდარტებს, ასევე პოლიტიკური დებატების ორგანიზებასა და გამოკითხვის შედეგების გაშუქებას შეეხება.

 

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტისმედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერებისფარგლებში. პროექტის იმპლემენტაცია 2015 წლის იანვარში დაიწყო და მთავარი მიზანია მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, პლურალიზმისა და მრავალფეროვნების გაძლიერება; მედია კანონმდებლობის და ნორმების მიმოხილვა და მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის მედია სექტორის წარმომადგენებისათვის, როგორც ეთიკური სტანდარტებისსაკანომდებლო სფეროს იმპლემენტაციის, სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა, ასევე ჟურნალისტთა უსაფრთხოების გაძლიერება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge