Back ტრენინგების სერია - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები

ტრენინგების სერია - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები

2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იურისდიქციის გაზრდის კვალდაკვალ ევროპის საბჭომ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, განახორციელა ტრენინგების სერია „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები“. 60-ზე მეტმა მოსამართლემ და მოსამართლის თანაშემწემ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრენინგებში. სემინარების მიზანს წარმოადგენდა მოსამართლეებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ არსებულ ევროპულ სტანდარტებზე ინფორმაციის მიწოდება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განხილვის პროცედურის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობა.

2 და 4 მარტს დამატებით ჩატარდა ორი ერთ-დღიანი ტრენინგი აღნიშნულ თემაზე. მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა შერჩევა და მიუკერძოებლობის საკითხები; მედია და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო; უდანაშაულობის პრეზუმფცია; დასაბუთების სტანდარტები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში და სხვ.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge