Back სასამართლო ფოტოგრაფიის ტრენინგი

სასამართლო ფოტოგრაფიის ტრენინგი

საქართველოს პატიმრობის კოდექსში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, 2016 წლის 1 სექტემბრიდან, სახალხო დამცველს და სპეციალური პრევენციის ჯგუფის წევრებს ეძლევათ პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება. მანდატის სათანადოდ განხორციელების ხელშეწყობის მიზნით 7-9 ივლისს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და სახალხო დამცველის ოფისის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სასამართლო ფოტოგრაფია“.

ტრენინგს უძღვებოდა ადგილობრივი ექსპერტი. ტრენინგის მიზანი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღებაზე პასუხისმგებელი სპეციალური პრევენციის ჯგუფის წევრების ცნობიერების ამაღლება სასამართლო ფოტოგრაფიის წესებისა და ტექნიკური ასპექტების შესახებ, ასევე კონკრეტული ფოტო კამერების მახასიათებლებზე, ფუნქციებსა და მუშაობის პრინციპებზე.

ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების შესახებ, კერძოდ, როგორ უნდა მოხდეს სხეულის დაზიანებების აღმოჩენა, დაფიქსირება და ფოტო მასალად ქცევა.

ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge