Back ტრეინინგი რეგიონალური მედიასაშუალებებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის დროს

ტრეინინგი რეგიონალური მედიასაშუალებებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის დროს

2016 წლის 18 სექტემბერს ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციასთან ერთად ატარებს ტრენინგს რეგიონალური მედია საშუალებებისათვის, რომელიც უმცირესობის ენაზე მაუწყებლობს, თემაზე კომუნიკაციის კომისიისა და მედიის უფლება-მოვალეობანი წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

ტრენინგების ფარგლებში ევროპის საბჭოს ექსპერტი წარმოადგენს წინასაარჩევნო კამპანიის მედია მონიტორინგის სახელმძღვანელო წესებსა და რეკომენდაციებს, რომელიც შედგენილია საერთაშორისო სტანდარტებისა, საარჩევნო კოდექსისა და მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ტრენინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საკანომდებლო ნორმების მიმოხილვას, რომლებიც რეგიონალური მედიის საპროგრამო ბადეს, უფასო და ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებს და დაფინანსების წყაროს გასაჯაროებას შეეხება.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერების“ ფარგლებში. პროექტის იმპლემენტაცია 2015 წლის იანვარში დაიწყო და მთავარი მიზანია მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, პლურალიზმისა და მრავალფეროვნების გაძლიერება; მედია კანონმდებლობის და ნორმების მიმოხილვა და მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის მედია სექტორის წარმომადგენებისათვის, როგორც ეთიკური სტანდარტების,  საკანომდებლო სფეროს იმპლემენტაციის, სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა, ასევე ჟურნალისტთა უსაფრთხოების გაძლიერება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge