Back საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზიის მენეჯერთა ტრენინგი

2017 წლის 14-15 თებერვალს ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან ერთად ატარებს ორ დღიან ტრენინგს თემაზე: რეგიონალური საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და ფუნქცია.

აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში აჭარის ტელევიზიის თანმშრომლებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ევროპის საბჭოს და ზოგადად ევროპულ სტანდარტს რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის  კონცეფციას,  შინაარსობრივ ვალდებულებებს, საგომაძიებო ჟურნალისტიკის მნიშვნელობასა და მისი ჩატარების პრობლემებზე.  ტრენინგის მონაწილეეები ასევე იმსჯელებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებაზე საზოგადოების წინაშე და ორგანიზაციის ეფექტური ფინანსური მმართველობის მექანიზმებზე.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერების“ ფარგლებში. პროექტის იმპლემენტაცია 2015 წლის იანვარში დაიწყო და მთავარი მიზანია მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, პლურალიზმისა და მრავალფეროვნების გაძლიერება; მედია კანონმდებლობის და ნორმების მიმოხილვა და მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის მედია სექტორის წარმომადგენებისათვის, როგორც ეთიკური სტანდარტების,  საკანომდებლო სფეროს იმპლემენტაციის, სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა, ასევე ჟურნალისტთა უსაფრთხოების გაძლიერება.

14-15 თებერვალი 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge