Back პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა ტრენინგი პირველადი სამედიცინო დახმარების თანამედროვე სტანდარტებზე

პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა ტრენინგი პირველადი სამედიცინო დახმარების თანამედროვე სტანდარტებზე

20 სექტემბერს ევროპის საბჭო იწყებს ტრენინგების სერიას პირველადი სამედიცინო დახმარების თანამედროვე სტანდარტებზე, რაც დაეხმარება სასჯელაღსრულების სამინისტროს ციხეების არასამედიცინო პერსონალის გადამზადებაში პატიმრებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის საკითხებზე. ტრენინგების სერია მოიცავს როგორც პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის - მომავალ ტრენერთა -    და ასევე არასამედიცინო პერსონალის ტრენინგებს.

მომავალ ტრენერთა სილაბუსი, რომელიც პენიტენციური სისტემის სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავდა, მოიცავს 11 თეორიულ და პრაქტიკულ  მოდულს განსაკუთრებული აქცენტებით შემდეგ საკითხებზე: გადამდები ინფექციური დაავადებების პრევენცია, გულ-ფილტვის რეანიმაცია, ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერება (მათ შორის შინაგანი სისხლდენა), სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა, სხვადასხვაგვარი ეთიოლოგიის შოკის მენეჯმენტი, გულყრა, ტკივილი გულმკერდის არეში, ჰიპოგლიკემია დიაბეტის დროს (“დიაბეტური კომა“), მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია, ელექტრო და სხვა სახის ტრამვა.

ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში შერჩეული წარმატებული ტრენერები თანატრენერობას გასწევენ შემდგომი ტრენინგების ჩატარებისას, რომლებიც დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით პენიტენციური სისტემაში მომუშავე არასამედიცინო პერსონალისთვის.

ზემოთ ხსენებული ტრენინგები ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს იმ ერთობლივი სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ციხეებში ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას.

ეს ღონისძიება ტარდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის  - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატშიმიმდინარეობს.

20 სექტემბერი 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge