Back ტრენინგი სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებისთვის თემაზე „შეუწყნარებლობასთან ბრძოლა და სოციალური უფლებების დაცვა“

ტრენინგი სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებისთვის თემაზე „შეუწყნარებლობასთან ბრძოლა და სოციალური უფლებების დაცვა“

2016 წლის 20-22 მაისს ევროპის საბჭომ სახალხო დამცველის ოფისის თანამშროლმებისთვის ჩაატარა მორიგი ტრენინგი თემაზე „შეუწყნარებლობასთან ბრძოლა და სოციალური უფლებების დაცვა“. ტრენინგს უძღვებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. ტრენინგის მიზანი იყო სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება ანტიდისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში. ტრენინგი ფოკუსირებული იყო მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, ბავშვების, ეროვნული უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ლგბტ ჯგუფებისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი პირების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და მექანიზმებზე. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია თანასწორ მოპყრობასა და თანაბარ უფლებებზე ქარტიის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შრომით უფლებებზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო დახმარების უფლებაზე, ხანდაზმულთა სოციალური დაცვის უფლებასა და საცხოვრისის უფლებაზე.

ტრენინგის შედეგად სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებმა მიიღეს ცოდნა ევროკავშირის ანტიდისკრიმინაციული დირექტივების, ასევე ევროპის საბჭოს არასავალდებულო ინსტრუმენტების შესახებ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან  მიმართებაში. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის კომისიის ძირითადი რეკომენდაციებისა და ისეთ სოციალურ უფლებების შესახებ, როგორიცაა საპენსიო უზრუნველყოფა, განათლება და კეთილდღეობა, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ. მონაწილეები ასევე გაეცვნენ სოციო-ეკონომიკურ უფლებებთან მიმართებაში სოციოლოგიური კვლევების ევროპის კონსორციუმის რეკომენდაციებს საქართველოს მიმართ. 

ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge