Back სისხლის სფეროში მოღვაწე სასწავლო ცენტრები იურიდიული პროფესიონალებისთვის ადამიანის უფლებების საკითხებზე ტრენინგის მიწოდების გაუმჯობესებული გზების ძიებაში

სისხლის სფეროში მოღვაწე სასწავლო ცენტრები იურიდიული პროფესიონალებისთვის ადამიანის უფლებების საკითხებზე ტრენინგის მიწოდების გაუმჯობესებული გზების ძიებაში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, 2017 წლის 21 თებერვალს ევროპის საბჭომ ჩაატარა სამუშაო შეხვედრა თემაზე: იურიდიული პროფესიონალებისთვის ადამიანის უფლებების სწავლების ერთიანი მიდგომის არსებობის მნიშვნელობა. შეხვედრა ჩატარდა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით და საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით. სისხლის სფეროში მოღვაწე სასწავლო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვედრის ფარგლებში მიეცათ შესაძლებლობა რომ განეხილათ დისტანციური სწავლების მეთოდების მნიშვნელობა,  HELP_ის დისტანციური სწავლების პლატფორმა და ადამიანის უფლებების სწავლებასთან მიმართებაში ევროპის საბჭოს პოლიტიკა. შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ HELP_ის სახელმძღვანელო როგორც ტრენინგის ჩატარების ყოვლისმომცველი წყარო. შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება, დაეგეგმათ ერთობლივი პროექტები და განეხილათ მეტი კოორდინაციის შესაძლებლობები. 2017 წლის განმავლობაში HELP_ის სახელმძღვანელო ითარგმნება ქართულ ენაზე, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებებზე ტრენინგების ხარისხის ზრდას.

შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

21 თებერვალი 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge