Back პოლიციის აკადემიის მხარდაჭერა დროებითი დაკავების იზოლატორების თანამშრომელთა სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში

პოლიციის აკადემიის მხარდაჭერა დროებითი დაკავების იზოლატორების თანამშრომელთა სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში და პოლიციის აკადემიის რექტორმა ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის ამოცანაა დროებითი დაკავების იზოლატორების თანამშრომლებისათვის დისტანციური სასწავლო კურსის მომზადება. ტრენინგის პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეთა აღჭურვას როგორც თეორიული ცოდნით შესაბამის სფეროებში (საკანონმდებლო ბაზა, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები, ჯანდაცვის სტანდარტები და სხვ.), ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავებას თავიანთი ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად.   დისტანციური სწავლების პროგრამა ხელმისაწვდომი გახდება ყველა იმ პირისთვის, ვინც დროებითი მოთავსების იზოლატორში იწყებს მუშაობას.

საგრანტო ხელშეკრულება არის ერთ-ერთი ევროპის საბჭოს იმ აქტივობათაგან, რომელიც მიზნად ისახავს პოლიციის აკადემიის მხარდაჭერას დროებითი დაკავების იზოლატორების თანამშრომელთა სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის. იგი გაფორმდა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” – ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის განკუთვნილ პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში ხორციელდება.  

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge