Back კიბერდანაშაულების ეფექტიანი სასამართლო განხილვა-საპილოტე ტრენინგი

კიბერდანაშაულების ეფექტიანი სასამართლო განხილვა-საპილოტე ტრენინგი

კიბერდანაშაულების ეფექტიან სასამართლო განხილვაზე საპილოტე ტრენინგი ჩატარდა 8-9 აპრილს კახეთში.  ტრენინგს წარუძღვა 4 ქართველი მოსამართლე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტრენერთა ტრენინგის სესია თებერვალში,  ევროპის საბჭოს ექსპერტების ხელმძღვანელობით. საპილოტე ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამასთვის ქართველ ტრენერთა ბაზის შექმნა, რომლებიც ამიერიდან დამოუკიდებლად შეძლებენ კოლეგა მოსამართლეების კვალიფიკაციის ამაღლებას კიბერდანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საპილოტე ტრენინგის შედეგად, 11-მა მოსამართლემ ხელვაჩაურიდან, თეთრიწყაროდან, გურჯაანიდან, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებიდან შეიძინა ცოდნა ვირტუალური ვალუტის, IP მისამართებთან დაკავშირებული მტკიცებულების განხილვის, კიბერდანაშაულზე ბუდაპეშტის კონვენციის და მისი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ. მონაწილეებმა გამოხატეს მადლიერება კიბერდანაშუალის სფეროში გაწეულ დროულ დახმარებაზე. როგორც ერთ-ერთმა მოსამართლემ აღნიშნა, „ამჯერად ჩვენ მზად ვართ მხარეებს დავუსვათ ლეგიტიმური კითხვები ელექტრონული მტკიცებულების მოპოვების მეთოდებისა და საშუალებების შესახებ, რაც ჩვენთვის აქამდე შეუძლებლად ჟღერდა“.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის - „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page