Back გენერალური მდივნის მიმართვა ქართველ ხალხს

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა დღეს ღრმა მწუხარება გამოთქვა ადამიანთა გარდაცვალების გამო, რაც გამოიწვია გამანადგურებელმა წყალდიდობამ თბილისში. სულ მცირე, თორმეტი ადამიანია გარდაცვლილი და ბევრიც დაკარგული.

„ამ გლოვის დღეს მინდა გამოვხატო ჩემი უსაზღვრო თანაგრძნობა ქართველი ხალხის მიმართ, კვირა დღეს თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო და გადავცე გულწრფელი სამძიმარი გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულთ ვუსურვო სწრაფი გამოჯანმრთელება“.

„ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა დაეხმაროს ამ საშინელი წყალდიდობით დაზარალებულებს. მინდა ევროპის საბჭოს ყველა წევრის სახელით სოლიდარობა გამოვხატო ქართველი ხალხისა და მთავრობის მიმართ: ჩვენი ფიქრები თქვენთანაა ამ ურთულეს ჟამს“.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge