Back საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრესს, რომელსაც, ევროპის საბჭოს შეფასებით, საქართველომ მთელი რიგი მიმართულებებით მიაღწია. როგორც კრისტიან ურსემ განაცხადა, ევროპის საბჭო, ასევე მიესალმება სხვადასხვა ფორმატებში საქართველოს წარმომადგენლების აქტიურ მონაწილეობას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოსადმი ევროპის საბჭოს ურყევი მხარდაჭერა, საქართველოში კონფლიქტებთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ მოხსენებაშიც აისახება.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, რასაც, მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრო.

12 დეკემბერი 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge