Back მაიკლ ო’ბოილი საქართველოში ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის საკითხებზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ მრჩევლად დაინიშნა

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ბატონი მაიკლ ო’ბოლი საქართველოში ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის საკითხებზე თავის სპეციალურ მრჩევლად დანიშნა.

მაიკლ ო'ბოილს აქვს ადამიანის უფლებათა ყოფილ ევროპულ კომისიაში (1977-1990) და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (1990-2015) მუშაობის  ხანგრძლივი გამოცდილება (1990-2015). იგი ამ დრომდე იკავებდა სასამართლოს რეგისტრატორის პირველი მოადგილის თანამდებობას. 1973-77 წლებში ასწავლიდა საჯარო სამართალს ქუინსის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იგი არის არაერთი სტატიის ავტორი და მრავალი გამოცემის თანაავტორი.

22-26 ივნისს, ბატონო ო’ბოილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს და შეხვედრები გამართა პრემიერ მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან, იუსტიციის მინისტრთან, ქალბატონო თეა წულუკიანთან და მის მოადგილეებთან, ბატონ ალექსანდრე ბარამიძესთან და ბატონ გოჩა ლორთქიფანიძესთან, გენერალურ პროკურორთან, ბატონ გიორგი ბადაშვილთან, სახალხო დამცველთან, ბატონ უჩა ნანუაშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ლევან იზორიასთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, ქალბატონ ნინო გვენეტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ დავით უსუფაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში, ბატონი ო’ბოილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, ბატონ ბორის იაროშევიჩს და არასამთავრტობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge