Back ქართული დელეგაცია ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხებში ჰოლანდიის გამოცდილებას ეცნობა

ქართული დელეგაცია ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხებში ჰოლანდიის გამოცდილებას ეცნობა

ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში მომუშავე დაწესებულებების წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს სტუმრობენ და  ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხებში ჰოლანდიურ გამოცდილებას ეცნობიან. ვიზიტი ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში ტარდება.

ნიდერლანდების ფსიქიკური ჯანდაცვის ახლად რეფორმირებული სისტემა ფსიქიკური ჯანდაცვის როგორც ინსტიტუციურ, ასევე სათემო სერვისებს მოიცავს. სისტემაში ბევრი პროგრამა არსებობს, რომელიც პაციენტებისა და მსჯავრდებულების ინტეგრაციას ისახავს მიზნად. ხუთდღიანი ვიზიტის განმავლობაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროების, ასევე ფსიქიატრიული დაწესებულებების წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან თუ როგორ იმართება ეს პროგრამები. მონაწილეები ფსიქიატრიულ და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებსა და ასოციაციებს, სოციალური ფსიქიატრიის ცენტრს და დაცული ცხოვრებისა და დასაქმების ცენტრებს ეწვევიან.  ჰოლანდიელი კოლეგები ქართველ მონაწილეებს ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებასა და მართვაში თავიანთ გამოცდილებასაც გაუზიარებენ. აღნიშნული ცოდნა საქართველოს ხელისუფლებას ფსიქიკური ჯანდაცვის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში დაეხმარება.

სასწავლო ვიზიტი ერთერთია იმ ღონისძიებათაგან, რომელსაც ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამა ფსიქიკური ჯანდაცვის ხელშეწყობისთვის ატარებს. პროგრამა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამის ფარგლებში ამ თემებზე ჩატარდა ტრენინგები, სასწავლო ვიზიტები და კვლევები. მისივე ხელშეწყობით, სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში დაიწყო ფუნქციონირება სუიციდის პრევენციის პროგრამამ. 2015 წლის იანვარიდან, პროგრამა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფსიქიკური ჯანდაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაშიც ეხმარება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge