2017 წლის 30 იანვარს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რათა შეხვდეს მაღალი თანამდებობის პირებს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის განსახილველად.
გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს; პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს; საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.
შეხვედრებზე განიხილება საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა, მათ შორის, 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია და რიგი პოლიტიკური საკითხები.
საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართება, დაახლოებით, 10 საათსა და 50 წუთზე. გთხოვთ, აკრედიტაციის მოთხოვნით და პრეს- კონფერენციის შესახებ სხვა კითხვებით მიმართოთ პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორს, მარინე ნარჩემაშვილს, ტელ: +995 595 99 50 21.
გენერალური მდივანის საკონტაქტო პირი მედიისათვის:
დანიელ ჰიოლტგენი,
გენერალური მდივნის პრესსპიკერი,
+33 668 29 87 51