Back კონფერენცია ინტერნეტ სივრცეში სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით

კონფერენცია ინტერნეტ სივრცეში სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით

ევროპის საბჭოს ორგანიზებით ტარდება კონფერენცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მნიშვნელობაზე ინტერნეტ სივრცეში სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

კონფერენციაზე, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გამოხატვის თავისუფლებისათვის იქნება მიძღვნილი, განხილული იქნება შემდგომი სამი ძირითადი საკითხები:

  • როგორ მოქმედებს დემოკრატიული წესები ძირითადი უფლებების კოლიზიის შემთხვევაში;
  • საზოგადოებაში გაზრდილი სენსიტიურობის კონტექსტი;
  • როგორ არის შესაძლებელი  არსებული სიტყვის გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარემოში ინტერნეტის ინტეგრირება?

მიზნები:

  • ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების, კერძო თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება და ყურადღების მიპყრობა ევროპის საბჭოს ისტორიულ როლსა და პასუხისმგებლობაზე, როგორც ევროპაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დამცველზე. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კაზუსები.
  • შესაბამისი ფორუმის უზრუნველყოფა, სადაც განიხილება თუ როგორ უნდა შეფასდეს სახელმწიფოს ქმედებები (საკანონმდებლო და არასაკანონმდებლო), რომელთაც სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე ზეგავლენას ახდენენ;

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.coe.int/t/dghl/standardsetting/media/conf-foe-2015/default_EN.asp

მონაწილეობა

სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შესახებ კონფერენციაზე დასწრება შეუძლიათ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, მუდმივ წარმომადგენლობებს, ჟურნალიზმის დაცვისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა  (MSI-JO) და ტრანსსასაზღვრო ინტერნეტ ტრაფიკის ნაკადის და ინტერნეტ თავისუფლების (MSI-INT) კომიტეტების ექსპერტებს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეებს და რეგისტრატორ იურისტებს, ჟურნალისტებს, ადგილობრივ უფლებადამცველებს, მულტიპლიკატორებს,  სამოქალაქო სექტორის მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ინტერნეტ ინდუსტრიის წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, უნესკო, ეუთო, ევროპის კავშირი. 

კონფერენციაზე დამსწრეთა მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:

http://a.cs.coe.int/team81/mig/Conference_Freedom_of_expression_Strasbourg_2015/default.aspx

ევროპის საბჭო, ევროპის სასახლე, სტრასბურგი 13-14 ოქტომბერი, 2015 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge