Back საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების სტანდარტები

საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების სტანდარტები

2017 წლის 5 აპრილის ღონისძიებაზე განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების სტანდარტები. შეხვედრა ჩატარდება ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - “საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან” ფარგლებში, რომელიც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის “პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს” ნაწილი.

მოწვეულ სტუმრებს მიმართავენ ბ-ნი კრისტოს გიაკოუმოპოულოსი, ევროპის საბჭო ადამიანის უფლებათა დირექტორატის ხელმძღვანელი; ქ-ნი ნინო გვენეტაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; ბ-ნი კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს   ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; ქ-ნი დოროტა დლოუხი-სულიგა, პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში; ქ-ნი სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე და ბ-ნი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი.

ევროპის საბჭო და ევროკავშირი წარმოადგენენ ორ მნიშვნელოვან კვლევას: 1. ხარისხობრივი კვლევა -  „საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების სტანდარტები“ და 2. რაოდენობრივი კვლევა - „მოსამართლეთა საჭიროებათა შეფასება“. აღნიშნული კვლევები ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

შეხვედრა უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, საქართველოს სასამართლოების, სახალხო დამცველის ოფისის, პრაქტიკოსი იურისტებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკრებას.

პრეზენტაციაზე ისაუბრებენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ეროვნულ დონეზე გამოყენების მნიშვნელობაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზეგავლენაზე საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაზე.

ხარისხობრივი კვლევა წარმოაჩენს საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაწესებული სტანდარტების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკებს და ასევე აანალიზებს იმ შემთხვევებს, როცა  სასამართლოებმა ევროპული კონვენციის სტანდარტი არამართებულად ან არასრულად გამოიყენეს. ამავდროულად, კვლევა მოსამართლეებს აძლევს რეკომენდაციებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის სწორ და ჰარმონიულ გამოყენებასთან დაკავშირებით.

რაოდენობრივი კვლევა მიუთითებს მოსამართლეების საჭიროებებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის სასამართლო გადაწყვეტილებებში უკეთესად გამოყენებისთვის.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge