Back ევროპის საბჭო ფსიქიატრიული დაწესებულებების დირექტორებს ადამიანის უფლებათა საკითხებზე უტარებს ტრენინგს

ევროპის საბჭო  ფსიქიატრიული დაწესებულებების დირექტორებს ადამიანის უფლებათა საკითხებზე უტარებს ტრენინგს

2014 წლის 14-15 ნოემბერს, ევროპის საბჭო მართავს ტრენინგის თემაზე „ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა ადამიანის უფლებები და სამედიცინო ეთიკა“. ტრენინგი ფსიქიატრიული დაწესებულებების დირექტორებისა და მათი მოადგილეებისთვის ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებში და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში ტარდება.

ტრენინგი  ფსიქიატრიულ საავადმყოფოებთან და ფსიქიკურ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრინციპებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე გაამახვილებს ყურადღებას და ხელს შეუწყობს ფსიქიატრიული დაწესებულებების მენეჯმენტის მიერ თავიანთ საქმიანობაში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომების ჩამოყალიბებას.

ევროპის საბჭოს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ მრავალ საკითხს მიმოიხილავენ, მათ შორის იქნება, ფსიქიატრიული სერვისების თემის დონეზე მიწოდება და მისი უპირატესობები. ტრენინგი ინტერაქტიული იქნება და მონაწილეებს დეინსტიტუციონალიზაციის მიმდინარე პროცესზე მსჯელობის და ქვეყნის კონტექსტისთვის მისაღები სისტემური ცვლილებების საჭიროებებზე დაფიქრების შესაძლებლობა მიეცემათ. ტრენინგზე მკურნალობის ჰუმანიზების და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფისთვის, ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის ინსტრუმენტებზეც გამახვილდება ყურადღება.

ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებში და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“  განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო და იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page