Back ციხის რეჟიმის თანამშრომელთა გრძელვადიანი მომზადების პროგრამის შეფასება

ციხის რეჟიმის თანამშრომელთა გრძელვადიანი მომზადების პროგრამის შეფასება

2015 წლის 5-6 თებერვალს, ევროპის საბჭოს პროექტის გუნდი და ტრენერები, ციხის რეჟიმის თანამშრომლების ექვსთვიანი სწავლების შედეგებს შეაფასებენ და სასწავლო პროგრამის შემდგომ დახვეწაზე იმსჯელებენ.

„ევროპული ციხის წესების“ თანაავტორის მიერ შემუშავებული თანამშრომელთა გადამზადების უპრეცედენტო  პროგრამა 2015 წლის 29 იანვარს წარმატებით დასრულდა. ციხის რეჟიმის 24 ახლად აყვანილი თანამშრომელი, 6 თვის განმავლობაში გადიოდა როგორც თეორიულ მომზადებას, ასევე პრაქტიკულ სწავლებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში და სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში. სასწავლო პროგრამის უნიკალურობა მასში მენტორების ჩართვამაც განაპირობა: ციხის რეჟიმის გამოცდილი თანამშრომლები- მენტორები, ახალბედა კოლეგებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას რამდენიმე კვირის განმავლობაში უზიარებდნენ.

ევროპის საბჭო, გრძელვადიანი სასწავლი პროგრამის ახალი კურსის დაწყებას 2015 წლის მარტიდან გეგმავს. ორდღიანი შეხვედრაც, მიზნად სასწავლო მასალისა და სწავლების ხარისხის უზრუნველყოფას, შეფასების მეთოდიკის დახვეწას და ახალი რაუნდისთვის მომზადებას ისახავს მიზნად.

შეხვედრა და გრძელვადიანი მომზადების პროგრამა ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში ტარდება. პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო და იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page