Back დროებითი მოთავსების იზოლატორების 230 თანამშრომელი წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის პრევენციის საკითხებზე ტრენინგებს გაივლის

დროებითი მოთავსების იზოლატორების 230 თანამშრომელი წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის პრევენციის საკითხებზე ტრენინგებს გაივლის

2015 წლის 21 თებერვლიდან, ევროპის საბჭო დროებითი მოთავსების იზოლატორების 230 თანამშრომელს  წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხებში მოამზადებს.

საქართველომ, ევროპის საბჭოში გაწევრიანებასთან ერთად, ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომელიც ამბობს, რომ „არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ  მოპყრობას ან დასჯას“. დროებითი მოთავსების იზოლატორებში ამ უფლების უზრუნველსაყოფად, საჭიროა საქართველოს ყავდეს კარგად ინფორმირებული და კომპეტენტური სამართალდამცავები ყავდეს. დღევანდელი ტრენინგი სწორედ ამ ინიციატივას პასუხობს და მიზნად დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას ისახავს.

ტრენინგზე მონაწილეები იმ სტანდარტებს გაეცნობიან, რომელსაც ევროპის საბჭოს  წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტი - CPT აწესებს. სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეებს და ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისოო კონვენციაშია გაწერილი. ტრენინგი ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე ჩატარდება.

ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის  „ადამიანის უფლებები ციხეებში და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო და მიზნად ისახავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page