Back ევროპის საბჭოს დახმარება მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავებაში

ევროპის საბჭოს დახმარება მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავებაში

ევროპის საბჭო შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში შიმშილობის მართვის და იზოლატორებსა და საპატიმროებს შორის ბრალდებულთა სამედიცინო დოკუმენტების გაცვლის პრაქტიკის გაუმჯობესებაში ეხმარება.

დღესდღეობით, შსს-ს არ გააჩნია ოფოციალური დოკუმენტი, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორებში შიმშილობის მართვას არეგულირებს. ასევე არ არსებობს ინსტრუქციები, რომლებიც პირის იზოლატორიდან ციხეში გადაყვანის შემთხვევაში, მისი პირადი სამედიცინო დოკუმენტების გაგზავნის წესს აღწერს. აღნიშნულის საპასუხოდ, 2014 წლის 20-21 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საერთაშორისი და ადგილობრივმა ექსპერტებმა კონსულტაციები გამართეს ციხეებისა და პოლიციის ოფიციალურ პირებთან და სამუშაო ჯგუფი შექმნეს, რომელმაც არსებული პრაქტიკა განიხილა და  ის სფეროები გამოავლინა, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ. ექსპერტები თბილისში, დროებითი მოთავსების ერთერთ იზოლატორსაც ეწვივნენ და თანამშრომლებს შეხვდნენ. სამუშაო ჯგუფი ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მარეგულირებელ დოკუმენტებს შეიმუშავებს. დროებითი მოთავსების იზოლატორებში შიმშილობის მართვის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების პროექტის, ასევე, სამედიცინო დოკუმენტების გადაცემის თაობაზე შსს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრების ერთობლივი ბრძანების პროექტის დასრულებას და დასამტკიცებლად წარდგენას  სამუშაო ჯგუფი 2015 წლის იანვრის ბოლომდე გეგმავს.

აქტივობა ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებში და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში ტარდება. პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო და იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

21/10/2014
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page