სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები
პროექტის მიზანი
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ევროპის სტანდარტების შესაბამისად განვითარება საქართველოში
როგორ იმუშავებს პროექტი?
- მჭიდრო თანამშრომლობით ეროვნულ პარტნიორებთან;
- სამართლებრივი ექსპერტიზის მიწოდებით, ერთობლივი მუშაობით ევროპის საბჭოს საკონსულტაციო და საექსპერტო ორგანოებსა და წევრ სახელმწიფოებთან და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გაზიარებით;
- ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული მიდგომით.
რის მიღწევას ვცდილობთ?
- სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესება;
- სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების, შეფასებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავების მიზნით მართლმსაჯულების სექტორის ანალიტიკური და მეთოდოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესება;
- სისხლის სამართლის საკითხებში გაუმჯობესებული საერთაშორისო თანამშრომლობა.
რამდენია პროექტის ბიუჯეტი?
- პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 510.000 ევროს
- 80% დაფინანსებული ევროკავშირის და 20% ევროპის საბჭოს მიერ. პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ
ვინ არის პასუხისმგებელი პროექტზე?
თანამშრომლობის პროგრამების სამმართველო, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატი, ევროპის საბჭო
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები
პროექტის ხანგრძლივობა
პროექტი გრძელდება 2019 წლის 1 იანვრიდან - 2022 წლის 31 აგვისტომდე
პროექტის საკონტაქტო პირი
გიორგი გიორგაძე, პროექტის უფროსი ოფიცერი







