Back ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების ეროვნულ დონეზე აღსრულების მიზნით

ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების ეროვნულ დონეზე აღსრულების მიზნით

2020 წლის 28 მაისს ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ სემინარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე ეფექტიან აღსრულებაზე. სემინარის მონაწილეებმა განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მუშაობის მეთოდები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში საქართველოსთან მიმართებით არსებული პრობლემები, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სტატუსი და ადამიანის უფლებათა დაცვის ალტერნატიული ანგარიშების სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის წარდგენით არასამთვრობო ორგანიზაციების როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების განხორციელების პროცესში. ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა განეხილათ ევროპული სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა და ევროპის საბჭოს HUDOC_ის მონაცემთა ბაზის ფუნქციონირება.

 

ონლაინ სემინარი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „საპარლამენტო ზედამხედველობის მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საქართველოში„ ფარგლებში.

28 მაისი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
პროექტის მიზანი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ადგილობრივი მონიტორინგის მექანიზმების გაუმჯობესება

როგორ იმუშავებს პროექტი?
  • ეროვნულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
  • სამართლებრივი ექსპერტიზის მიწოდებით, ერთობლივი მუშაობით ევროპის საბჭოს საკონსულტაციო და საექსპერტო ორგანოებსა და წევრ სახელმწიფოებთან და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გაზიარებით ვეყნის საჭიროებებზე მორგებული მიდგომით;
  • ვეყნის საჭიროებებზე მორგებული მიდგომით.
რამდენია პროექტის ბიუჯეტი?

How much will it cost?

  • პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 200.000 ევროს;
  • პროექტი დაფინანსებული ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მიერ (HRTF).
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
პროექტის ხანგრძლივობა
პროექტი გრძელდება 2019 წლის 1 აპრილიდან - 2021 წლის 31 მარტამდე
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები
რის მიღწევას ვცდილობთ?
  • პარლამენტის გაძლიერებული უნარები მოახდინოს ეფექტიანი ზედამხედველობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე
  • გაუმჯობესებული თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასა და ეროვნულ ადამიანის უფლებათა დამცველ ინსტიტუციებთან
  • გაუმჯობესებული ანგარიშგების მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის დიალოგის სისტემატიზაციას
ვინ არის პასუხისმგებელი პროექტზე?
ადამიანის უფლებათა ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის სამმართველო, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატი, ევროპის საბჭო
პროექტის საკონტაქტო პირი

გიორგი გიორგაძე, პროექტის უფროსი ოფიცერი