Back ევროპის საბჭოს პროექტის პრეზენტაცია „საპარლამენტო ზედამხედველობის მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საქართველოში“

ევროპის საბჭოს პროექტის პრეზენტაცია   „საპარლამენტო ზედამხედველობის მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საქართველოში“

ევროპის საბჭომ წარმოადგინა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის მხარდაჭერის პროექტი. პროექტის მიზანია, ქართველი პარტნიორების მხარდაჭერა  ადგილობრივი მექანიზმების გაუმჯობესებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობის მიზნით.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს   ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ,  იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და რუსეთის ფედერაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა ტიგრან კარაპეტიანმა.    

ღონისძიებას დაესწრნენ ევროპის საბჭოს და სახელმწიფო სტრუქტურების წამომადგენლები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მედია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩო და ევროპული კონვენციის მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა სტანდარტების ეფექტიანი განხორციელების მექანიზმები.

პრეზენტაცია განხორცილედა ევროპის საბჭოს პროექტის „საპარლამენტო ზედამხედველობის მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საქართველოში“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
პროექტის მიზანი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ადგილობრივი მონიტორინგის მექანიზმების გაუმჯობესება

როგორ იმუშავებს პროექტი?
  • ეროვნულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
  • სამართლებრივი ექსპერტიზის მიწოდებით, ერთობლივი მუშაობით ევროპის საბჭოს საკონსულტაციო და საექსპერტო ორგანოებსა და წევრ სახელმწიფოებთან და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გაზიარებით ვეყნის საჭიროებებზე მორგებული მიდგომით;
  • ვეყნის საჭიროებებზე მორგებული მიდგომით.
რამდენია პროექტის ბიუჯეტი?

How much will it cost?

  • პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 200.000 ევროს;
  • პროექტი დაფინანსებული ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მიერ (HRTF).
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
პროექტის ხანგრძლივობა
პროექტი გრძელდება 2019 წლის 1 აპრილიდან - 2021 წლის 31 მარტამდე
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები
რის მიღწევას ვცდილობთ?
  • პარლამენტის გაძლიერებული უნარები მოახდინოს ეფექტიანი ზედამხედველობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე
  • გაუმჯობესებული თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასა და ეროვნულ ადამიანის უფლებათა დამცველ ინსტიტუციებთან
  • გაუმჯობესებული ანგარიშგების მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის დიალოგის სისტემატიზაციას
ვინ არის პასუხისმგებელი პროექტზე?
ადამიანის უფლებათა ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის სამმართველო, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატი, ევროპის საბჭო
პროექტის საკონტაქტო პირი

გიორგი გიორგაძე, პროექტის უფროსი ოფიცერი