Back ვაკანსია - პროექტის ასისტენტი

ვაკანსია - პროექტის ასისტენტი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს პროექტის ასისტენტის ვაკანსიას პროექტისთვის "მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში".

პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება - მედია, ინტერნეტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვა.

პროექტის ასისტენტის საქმიანობა მოიცავს პროექტის მენეჯმენტთან შეთანხმებით სხვადასხვა ადმინისტრაციული საქმის განხორციელებას ევროპის საბჭოს პროცედურებისა და წესების დაცვით.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

  • სრული საშუალო განათლება და მინიმუმ ორ-წლიანი უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ ორი წლის გამოცდილება ადმინისტრაციული საქმის ან პროექტის განხორციელების ხელშეწყობის კუთხით;
  • ქართული ენის ცოდნა (მშობლიური); ინგლისური ენის კარგად ცოდნა; ფრანგული ენის ცოდნა სასურველია.
  • ევროპის საბჭოს რომელიმე წევრი ქვეყნის მოქალაქეობა;
  • 65 წელს ქვემოთ ასაკი აპლიკაციის ვადის გასვლის დროისათვის.

აპლიკანტს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარები, რაც უმნიშვნელოვანესია ვაკანტური პოზიციისთვის:

  • პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობის გამოცდილება;
  • ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელების გამოცდილება, მათ შორის, ფინანსური საბუთების მომზადება;
  • კონფერენციების, ვორქშოპების, მრგვალი მაგიდებისა და სხვა პროექტის ღონისძიებების გამართვის გამოცდილება;
  • პროექტის მართვის პრინციპების ზოგადი ცოდნა;
  • ICT უნარები: კომპიუტერული უნარების სრულყოფილად ფლობა და სტანდარტული ოფისის პლატფორმების გამოყენების გამოცდილება (excel; word processing, presentations, outlook, spreadsheet, databases, internet publications);
  • სხვა (იხილეთ ბმულზე)

დასაქმების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროექტის ხანგრძლივობაზე, რომლის ვადა შეზღუდულია (დასრულდება 31 იანვარს 2023).

ანაზღაურება (gross monthly salary) შეადგენს 1353.45 ევროს (B1 დონე) ან 1572.02 ევროს (B2 დონე) წინა პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 01/06/2021 (შუაღამე საფრანგეთის დროით).

ვაკანსიის აღწერის ქართული ვერსია შემოკლებულია. სრული ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული ინგლისურენოვანი აღწერით www.coe.int/jobs. ვაკანსიის აღწერის ქართულ და ინგლისურ ვერსიებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ინგლისურ ვერსიას ენიჭება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

ევროპის საბჭოს პროექტი „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ ეფუძნება ევროკავშირის და ევროპის საბჭოს მიერ პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის  ფარგლებში 2015-2017 წლებში, საქართველოში  განხორციელებული  ორი პროექტის  მიღწევებს:    „ მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პრულარიზმის ამაღლება“ და „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობით“. ამ ორი პროექტის მიღწევები მოიცავდა სამაუყწებლო მარეგულირებელი ორგანოს (კომუნიკაციების ეროვნული კომისია) და ჟურნალისტური თვითრეგულირების ორგანოს (ჟურნალისტური ეთიკის ქარტია) შესაძლებლობების გაძლიერებას, ონლაინ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების, ინტერნეტთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ჩამოყალიბების და ასევე ინტერნეტთან მიმართებაში ადამიანის უფლებების ევროპის საბჭოს სტანდარტების გავრცელების ხელშეწყობას.

პროექტის მიზნებია
  • ხელი შეუწყოს სახელმწიფოსევროპულ და ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისაბოში მოიყვანოს აუდიო-ვიზუალური მომსახურებისა და მედია წიგნიერების სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩო;
  • ხელი შეუწყოს ჟურნალისტებში პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობის გრძნობისა და ეთიკის ნორმელიც დაცვის კიდევ უფრო გაძლიერებას;
  • ხელი შეუწყოს სახელმწიფოს ინტერნეტთან დაკავშირებული სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებასა და მის შესაბამის განხორციელებაში;
  • გააძლიეროს ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვა მოქალაქეების პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერებით. 
პროექტის აქტივობები
  • ექსპერტთა შეფასებები და რეკომენდაციები დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის შესახებ , სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩო დოკუმენტებზე, ასევე, ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული კვლევები და შესაბამისი პუბლიკაციები;  
  • სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, კონფერენციები და სასწავლო ვიზიტები;
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედია წიგნიერების ვებ გვერდის შექმნა;  
  • ჟურნალისტური ეთიკის სახელმძღვანელოს შემუშავება.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;

საქართველოს ეკონომიკის და მდგრაგი განვითარების სამინისტრო;

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური;

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია;

სამოქალაქო საზოგადოება;

აკადემიური სფერო: უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის ფაკულტეტები.  

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი დაიწყო 2019 წლის 1 თებერვალს და გაგრძელდება 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით

კონტაქტი

თამარ კობახიძე - პროექტის ოფიცერი

ვიქტორია კოპლატაძე - პროექტის აისტენტი