Back თბილისში პირველი ანტიSLAPP კონფერენცია გაიმართა

თბილისში პირველი ანტიSLAPP კონფერენცია გაიმართა

2023 წლის 29 ივნისს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, პირველი ანტიSLAPP კონფერენცია გაიმართა, რომელიც სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების საკითხებს შეეხო.

ღონისძიება გახსნეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ სტეფან სირბუმ, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელმა ედუარდ მარიკაშვილმა და საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ  თამარ გვარამაძემ.

სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPP) ფართოდ არის აღიარებული, როგორც  გამოხატვის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის შეზღუდვის ერთ-ერთი მექანიზმი და გულისხმობს პოლიტიკურად ან ეკონომიკურად გავლენიანი პირების მიერ დაუსაბუთებელი სარჩელების შეტანას საზოგადოების აქტიური წევრების (ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტების) წინააღმდეგ. SLAPP-ით გამოწვეული საფრთხეებს „მსუსხავი ეფექტი“ აქვს ყველაზე, ვინც აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ცდილობს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე. 2021-2023 წლებში, SLAPP-ის ტენდენცია შეიმჩნევა საქართველოშიც. ამ ეტაპზე, საქართველოს საერთო სასამართლოებში ცილისწამების არანაკლებ 38 საქმე განიხილება. აღნიშნულ სარჩელებს მსგავსი მახასიათებლები აქვთ და სისტემურ ხასიათს ატარებენ.

"SLAPP გამოხატვის თავისუფლებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ევროკავშირი და ევროპის საბჭო აცნობიერებენ ამას და შესაბამის ზომებს მიმართავენ არსებული საფრთხეების თავიდან ასარიდებლად. მე მოვუწოდებ დაინტერესებულ მხარეებს საქართველოში შექმნან ანტიSLAPP ინსტრუმენტები და შესაბამისი მექანიზმები მსხვერპლთა მხარდასაჭერად და ცნობიერების ამაღლებლად, როგროც მედიის საშუალებით, ასევე მოსამართლეებისა და იურისტების კვალიფიკაციის ამაღლების გზით“, აღნიშნავს ევროპის საბჭოს ექსპერტი დირკ ვურჰოფი, ევროპაში SLAPP-ების წინააღმდეგ არსებული CASE კოალიციის წევრი.

პირველი ანტიSLAPP კონფერენციის მიზანია SLAPP-ის სფეროში მთელ  მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ტენდენციების მიმოხილვა. ამასთანავე, ღონისძიება საქართველოში SLAPP-ის პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და გადაჭრის გზების მოძიების პირველი მცდელობაა. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარეებმა, მათ შორის, ექსპერტებმა აშშ-დან, ევროპიდან და საქართველოდან, ასევე მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, მართლმსაჯულების სისტემის, ადვოკატთა ასოციაციის და სხვა წარმომადგენლებმა.

„SLAPP-ის თემა სახალხო დამცველის დღის წესრიგშია და ასე დარჩება. სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, შევეცდებით იმ ნეგატიური გავლენის შემცირებას, რაც ამან შეიძლება იქონიოს გამოხატვის თავისუფლებაზე,"- თამარ გვარამაძე, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე.

ღონისძიების ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ანტი-SLAPP პლატფორმის ჩამოყალიბების შესახებაც განაცხადეს.

„ანტი-SLAPP პლატფორმის მიზანია საერთო ძალისხმევით დავიცვათ და გავაძლიეროთ მედიის წარმომადგენლები და უფლებადამცველები იმ საფრთხისგან, რაც მოაქვს მათ წინააღმდეგ წარმოებულ SLAPP დავებს. პლატფორმის ფარგლებში, ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია, SLAPP-ის წინააღმდეგ ჩვენი საქმიანობის კოორდინირებას მოვახდენთ. იმედი გვაქვს, სხვა ორგანიზაციებიც დაინტერესდებიან და შემოუერთდებიან ამ პლატფორმას,"-ედუარდ მარიკაშვილი, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI)“ თავმჯდომარე.

კონფერენცია გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივასთან (GDI) თანამშრომლობით. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, კოალიცია SLAPPs-ის წინააღმდეგ ევროპაში (CASE), ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი (HRHF)  და USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

ევროპის საბჭოს პროექტი „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ ეფუძნება ევროკავშირის და ევროპის საბჭოს მიერ პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის  ფარგლებში 2015-2017 წლებში, საქართველოში  განხორციელებული  ორი პროექტის  მიღწევებს:    „ მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პრულარიზმის ამაღლება“ და „ინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობით“. ამ ორი პროექტის მიღწევები მოიცავდა სამაუყწებლო მარეგულირებელი ორგანოს (კომუნიკაციების ეროვნული კომისია) და ჟურნალისტური თვითრეგულირების ორგანოს (ჟურნალისტური ეთიკის ქარტია) შესაძლებლობების გაძლიერებას, ონლაინ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების, ინტერნეტთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ჩამოყალიბების და ასევე ინტერნეტთან მიმართებაში ადამიანის უფლებების ევროპის საბჭოს სტანდარტების გავრცელების ხელშეწყობას.

პროექტის მიზნებია
  • ხელი შეუწყოს სახელმწიფოსევროპულ და ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისაბოში მოიყვანოს აუდიო-ვიზუალური მომსახურებისა და მედია წიგნიერების სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩო;
  • ხელი შეუწყოს ჟურნალისტებში პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობის გრძნობისა და ეთიკის ნორმელიც დაცვის კიდევ უფრო გაძლიერებას;
  • ხელი შეუწყოს სახელმწიფოს ინტერნეტთან დაკავშირებული სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებასა და მის შესაბამის განხორციელებაში;
  • გააძლიეროს ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვა მოქალაქეების პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერებით. 
პროექტის აქტივობები
  • ექსპერტთა შეფასებები და რეკომენდაციები დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის შესახებ , სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩო დოკუმენტებზე, ასევე, ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული კვლევები და შესაბამისი პუბლიკაციები;  
  • სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, კონფერენციები და სასწავლო ვიზიტები;
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედია წიგნიერების ვებ გვერდის შექმნა;  
  • ჟურნალისტური ეთიკის სახელმძღვანელოს შემუშავება.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;

საქართველოს ეკონომიკის და მდგრაგი განვითარების სამინისტრო;

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური;

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია;

სამოქალაქო საზოგადოება;

აკადემიური სფერო: უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის ფაკულტეტები.  

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტი დაიწყო 2019 წლის 1 თებერვალს და გაგრძელდება 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით

კონტაქტი

თამარ კობახიძე - პროექტის ოფიცერი

ვიქტორია კოპლატაძე - პროექტის აისტენტი