პროექტის შესახებ

პროექტი საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის სტანდარტების გაძლიერებას გულისხმობს და მიზნად ისახავს:

  1. მედიის რეგულირებისა და  თვითრეგულირების პრაქტიკის დანერგვას ევროპული სტანდარტების შესაბამისად
  2. ჟურნალისტების უსაფრთხოების სფეროში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დაახლოებას ევროპის საბჭოს სტანდარტებთან
  3. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში ევროპის საბჭოს სტანდარტების დაცვას.

 პროექტის ბიუჯეტი: 780 000 ევრო

 პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი 2024 - 31 დეკემბერი 2025

მეთოდოლოგია

პროექტი იყენებს კომბინირებულ მიდგომას, რომელიც მოიცავს შესაძლებლობების განვითარებისაკენ მიმართულ აქტივობებს, პოლიტიკისა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების პროცესში რჩევების მიწოდებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობას.

პროექტის ბენეფიციარები

ჟურნალისტები, მედიები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და აქტივისტები, მედია მომხმარებლები.

პროექტის პარტნიორები

  • იუსტიციის სამინისტრო
  • პარლამენტი
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახური
  • კომუნიკაციების კომისია
  • სახალხო დამცველის აპარატი
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მათ შორის, მედიის ადვოკატირების კოალიცია, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და ანტი-SLAPP კოალიცია

პროექტის მოსალოდნელი შედეგები/მიღწევები

  • მედიის მარეგულირებელი და თვითრეგულირების ორგანოები, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების შესაბამისი ორგანიზაციები, ახორციელებენ თავიანთ მანდატებს ევროპული სტანდარტების შესაბამისად
  • გადაწყვეტილების მთავარი მიმღები პირები (სამართალდამცავი ორგანოები) დგამენ ნაბიჯებს ჟურნალისტების უსაფრთხოების სფეროში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან დასაახლოებლად.
  • ძირითადი დაინტერესებული მხარეები მზად არიან, დაიცვან ტრომსოს კონვენციის სტანდარტები.


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge