ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის“ მიზანია ასოციაციის მმართველი რგოლისა და ინდივიდუალური ადვოკატების შესაძლებლობების გაზრდით ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა. პროექტი დამატებით ითვალისწინებს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

პროექტის შესახებ
პროექტის პარტნიორები
პროექტი თანამშრომლობს მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და დონორ ორგანიზაციებთან.
Asset Publisher
პროექტის სიახლენი

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან

12-13 მაისი, 2022

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და ეთიკის კომისიის მონაწილეობით, ორგანიზება გაუწია ადვოკატების საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის განხილვას. შეხვედრის მიზანი იყო ცვლილებების პაკეტში...

Read More

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების ეფექტიანობის შესახებ განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია

22 ოქტომბერი, 2021

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში ორგანიზება გაუწია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების ოპერირების შესახებ განხორციელებულ კვლევას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადვოკატები, ასოციაციის კომიტეტების თავმჯდომარეები, ასოციაციის მენეჯმენტი და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში...

Read More

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ განხორციელებული კვლევის განხილვა

30-31 ოქტომბერი, 2021

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში ორგანიზება გაუწია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის კვლევის შედეგების განხილვას, რომელიც ევროპის საბჭოს ექსპერტებმა განახორციელეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადვოკატთა ასოციაციის მენეჯმენტი და აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო გამოცდებთან...

Read More

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge