Back პროექტის „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ მართველი კომიტეტის შეხვედრა

პროექტის „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ მართველი კომიტეტის შეხვედრა

2023 წლის 15 მარტს ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის წევრებმა რიგით მე-2 შეხვედრა გამართეს.

თანამშრომლობის პროგრამების სამმართველოს აზერბაიჯანისა და საქართველოს  დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბ-ნმა მაჰირ მუშტეიზადამ, მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის და დაგეგმილი შედეგების მიღწევაში შეტანილი წვლილისთვის.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი მიხეილ სარჯველაძის მისასალმებელი გამოსვლის შემდეგ, საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პროექტის აქტივობების შედეგებს გაეცნენ და განიხილეს მისი გავლენა სტუდენტებზე, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებსა და პროექტის სხვა სამიზნე ჯგუფებზე.

მმართველი კომიტეტის წევრებმა საუნივერსიტეტო და ეროვნულ სასწავლო დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა სწავლების ხარისხის ამაღლების შესახებ იმსჯელეს. კომიტეტის წევრები თანხმდებიან, რომ მნიშვნელოვანია, შემუშავდეს ეროვნული სტრატეგია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ და ევროპის საბჭოსთან მჭიდრო  თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამენ.  

მმართველი კომიტეტი პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, გენერალური პროკურატურისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შედგება.

15 მარტი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

პროექტი „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებას. პროფესიული სწავლების ეროვნული დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება პროექტის კიდევ ერთი სამიზნე სფეროა. ამ თვალსაზრისით, პროექტი ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების მიმართულებით ეროვნული ტრენერების კომპეტენტური ჯგუფის შექმნას. პროექტი ასევე იმუშავებს უნივერსიტეტებისა და სამართლის სკოლების სასწავლო კურიკულუმებში ახალი/განახლებული სავალდებულო კურსების დანერგვაზე.

სამიზნე აუდიტორია
  • სამართლის სკოლებისა და უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები
  • მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები
  • პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები
პროექტის მენეჯერი

მაჰირ მუშტეიდზადა

პროექტის უფროსი ოფიცერი

ლევან მესხორაძე

პარტნიორები და ბენეფიციარები
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს გენერალური პროკურატურა
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
  • იურიდიული დახმარების სამსახური
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის ბიუჯეტი

620,000 ევრო