პროექტის მიზანი

საქართველოში პირადი ცხოვრების უფლებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება და ხელშეწყობა;

პროექტის განხორციელების გზები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის (საქართველოში პერსონალურ მონაცემთა  დაცვის შესახებ კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო) საკუთარი მანდატისა და  დაკისრებული ვალდებულებების უფრო ეფექტიანად განხორციელებაში ხელის შეწყობა;

საქართველოში იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ სტანდარტებზე არსებული რესურსების/მასალის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

პროექტის ღონისძიებები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული სამართლის შესახებ სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა;
  • პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ადამიანის უფლებათა ელექტრონული სასწავლო პროგრამის (HELP) თარგმნა და ადაპტაცია;
  • მედია სივრცეში პირადი ცხოვრების დაცვის შესახებ გზამკვლევის პუბლიკაცია და ამ თემაზე სამიზნე ჯგუფებისათვის ტრეინინგების ჩატარება.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები და ბენეფიციარები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

რამდენია პროექტის ბიუჯეტი?

პროექტის საერთო ბიუჯეტია 85 600 ევრო. პროექტი დაფინანსებულია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ, კერძოდ ბულგარეთის, ლატვიის, ლიხტენშტაინის, ლიეტუვოს, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის მიერ.

პროექტის ხანგრძლივობა
პროქტის ხანგრძლივობაა 1 ოქტომბერი 2018 – 30 სექტემბერი 2019
საკონტაქტო პირი

თამარ კობახიძე - პროექტის ოფიცერი

[email protected]