24 მოსამართლე და მოსამართლის თანაშემწე დაესწრო ევროპის საბჭოს HELP-ის ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის კურსის პრეზენტაციას. აღნიშნული კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ერთად პირველად ჩატარდა საქართველოში.
მისასალმებელ სიტყვაში იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა HELP-ის კურსის მნიშვნელობას და სასამართლოს წარმომადგენლებისთვის უწყვეტი განვითარების და შესაძლებლობების გაზრდის საჭიროებას.
ნატალია ვუტოვამ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იუსტიციის უმაღლესი სკოლის და ევროპის საბჭოს ნაყოფიერ თანამშრომლობას და აღნიშნა HELP-ის პლატფორმის, როგორც სტამბოლის კონვენციის შესახებ ცოდნის გაღრმავების საშუალების მნიშვნელობა.
ევა პასტრანამ, ევროპის საბჭოს სასამართლოს და ადამიანის უფლებების ტრენინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა HELP-ის პლატფორმის თავისებურებებსა და იურიუდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი კურსების შესახებ.
კურსს უხელმძღვანელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძე, რომელმაც წარმოადგინა ქართული კონტექსტი და ქალთა მიმართ ძალადობის კრიმინალიზების შესახებ არსებული იურიდიული მოწყობა. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ არსებულ ევროპულ სტანდარტებზე ისაუბრა თამარ დეკანოსიძემ, რომელიც ასევე იქნება კურსის თანა-ხელმძღვანელი.
ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული ეს კურსი მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სასამართლო რეაგირების გაუჯობესებას და დამნაშავეთა სამართლებრივი დევნისას მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კურსი ფარავს როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოს, განსაკუთრებული აქცენტით სტამბოლის კონვენციაზე და პრეცედენტულ სამართალს, რომელიც მართავს ქალების და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციას და მათ დაცვას ძალადობისგან. კურსი ხელმისაწვდომია ინგლისურად შემდეგ ბმულზე.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის მხარდაჭერით.

