Back HELP-ის ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მე-4 კურსის პრეზენტაცია

HELP-ის ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მე-4 კურსის პრეზენტაცია

16 აპრილს, ევროპის საბჭომ საართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით HELP-ის ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის დისტანციური სწავლების მე-4 კურსი დაიწყო.

ონლაინ პრეზენტაციის მიზანი იყო HELP-ის პლატფორმის და მეთოდოლოგიის მონაწილეებისთვის გაცნობა. გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშილი, მიესალმა მონაწილეებს და ხაზი გაუსვა ორგანიზციისთვის HELP-ის მე-4 კურსის დაწყების მნიშვნელობას.

20 პროკურორი გაივლის ტრენინგს ქალთა მიმართ ძალადობის და მათი დაცვის თემაზე არსებულ საერთაშორისო და ევროპული საკანონმდებლო ჩარჩოს საკვანძო კონცეფციებზე, განსაკუთრებით კი ყურადღება გამახვილდება ევროპის საბჭოს  ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციაზე (სტამბოლის კონვენცია). კურსს უხელმძღვანელებს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი- სალომე შენგელია. 

უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში   იურიუდიული პროფესიის 60-ზე მეტი წარმომადგნელი, მათ შორის სპეციალიზებული პროკურორი, გადამზადდა.

COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საქმეებზე ეფექტიანი სახელმწიფო რეაგირების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით   მნიშვნელოვანია. ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული ახალი სახელმძღვანელო მთავრობებისთვის, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემას, ხაზს უსვამს რომ პანდემიის პირობებში„ იზოლაციისა და შეზღუდვების პოლიტიკა ხელს უწყობს ოჯახში, სექსუალური და გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების ზრდას, რაც მათ წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროებას ზრდის“.

კურსის პრეზენტაცია ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის - „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

16 აპრილი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page