Back სასამართლოს მენეჯერთა ფორუმის მესამე ეტაპი

სასამართლოს მენეჯერთა ფორუმის მესამე ეტაპი

13-15 სექტემბერს მენეჯერთა ფორუმის მესამე ეტაპი გაიმართა. ფორუმმა შექმნა პლატფორმა, რომელიც აძლიერებს მენეჯერთა უნარ-ჩვევებს და ქმნის შესაძლებლობას  სასამართლოს მენეჯერებმა მთელი საქართველოს მასშტაბით ერთმანეთს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ.

პლატფორმა შექმნილია ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“. ფორუმი წელიწადში ორჯერ ტარდება.

თითოეული ღონისძიების დღის წესრიგი და სადისკუსიო თემები ეფუძნება საჭიროებების კვლევას და კითხვარს, რომლებიც მენეჯერების მოთხოვნებს პასუხობს.

მესამე ღონისძიებაზე განიხილეს სტატისტიკის წარმოება დისკრიმინაციულ საქმეებზე, სტერეოტიპების ჩამოყალიბება და მათთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალებები, საიდუმლო საქმის წარმოება და სხვა საკითხები, რომლებიც სასამართლოს მართვის პროცესში გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენენ.

მენეჯერთა ფორუმის შესაძლებლობა მისცა ფორუმის 4 ყველაზე აქტიურ სასამართლოს მენეჯერს სასწავლო ვიზიტით  სლოვენიის რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში გამგზავრებულიყო. სლოვენიის სამართლებრივი მოწყობა საქართველოს მსგავსია და ქვეყნის უზენაესი სასამართლო ეფექტიანი სამართალწარმოებისა და მართვის კარგი გამოცდილებით გამოირჩევა.

ღონისძიება ორგანიზებული და მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს პროექტების „სასამართლოს რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" და „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.

კახეთი, საქართველო 13-15 სექტემბერი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page