ადამიანის უფლებათა პრინციპების ადგილობრივ პოლიტიკასა და ქმედებებში ინტეგრირებისას ადგილობრივ ხელისუფლებასა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას (ათეა) მთავარი როლი აქვთ. მათი როლი ასევე მნიშვნელოვანია ცენტრალურ დონესთან დიალოგსა და ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის ლოკალიზაციის ხელშეწყობაში. ამ მხრივ, „ინტერსექციონალურობა არის ანტი-დისკრიმინაციის ძირითადი ასპექტი, რომელიც ადამიანის უფლებების ეფექტური ლოკალიზაციის პროცესში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული“, ხაზგასმით აღნიშნა გენდერული თანასწორობის საკითხებში კონგრესის წარმომადგენელმა, ეირინ დურუმ.
ათეა-ს ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის კომიტეტი ასოციაციის ადამიანის უფლებათა სტრატეგიის განახლებისას დაეფუძნა მრგვალი მაგიდის დისკუსიის დროს განხლულ საკითხებს. ასოციაცია იყენებს პროაქტიულ მიდგომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული მცდელობები საქართველოში ადგილობრივი მმართველობის წინა პლანზე დარჩეს, მათ შორის, სახალხო დამცველის ოფისთან უწყვეტი დიალოგის გზით.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის “მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და მათი ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით.

