Back კონგრესმა ადგილობრივ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე ახალგაზრდა ტრენერთა ჯგუფი ჩამოაყალიბა

კონგრესმა ახალგაზრდა ტრენერთა ჯგუფის ჩამოყალიბების მიზნით ადგილობრივი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისა და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების აქტიური მონაწილეობასა და ადგილობრივ დონეზე დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრას.
კონგრესმა ადგილობრივ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე ახალგაზრდა ტრენერთა ჯგუფი ჩამოაყალიბა

ტრენინგი წარმატებით დაასრულდა 25 ტრენერისაგან შემდგარმა მრავალფეროვანმა ჯგუფმა, მათ შორის, პერსპექტიულმა ახალგაზრდა ლიდერებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.

დისკუსიები ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის ინსტრუმენტებს, ასევე ძირითად კონცეფციებს შეეხებოდა, როგორიცაა ადამიანის უფლებათა სწავლება, კონფლიქტის ტრანსფორმაცია, არაძალადობრივი კომუნიკაცია და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა.

მონაწილეებმა საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით სიღრმისეულად განიხილეს ადამიანის უფლებათა და ადგილობრივ დემოკრატიას შორის ურთიერთკავშირი, არსებული სტანდარტების თანამედროვე გაგება და  საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებიდან კარგი პრაქტიკების მაგალითები.  დაბოლოს, მონაწილეებს ექსპერტებმა ის აუცილებელი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტები გააცნეს, რაც მათ ახალგაზრდების საჭიროებებზე დაფუძნებული, მათი თემის კონტექსტის შესაბამისი სასწავლო კურიკულუმის შემუშავებაში დაეხმარებათ.

ახალი ტრენერების მომავალი საქმიანობა თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ნაკლებად წარმოდგენილი ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებას, მათი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ადგილობრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის “მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ევროპის საბჭოს  ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და მათი ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით.

This event was organised in the framework of the project “Strengthening Participatory Democracy and Human Rights at Local Level in Georgia”, implemented by the Congress of Local and Regional Authorities and the Directorate General of Democracy and Human Dignity, Division of Elections and Participatory Democracy, within the Council of Europe Action Plan for Georgia 2020-2023 with the financial contribution of the Austrian Development Cooperation. The project aims to strengthen institutional frameworks for citizen participation, support local authorities and their national association in their efforts to protect and promote human rights and ensure that civil society organisations have real impact on local decision making.

20 ოქტომბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page