Back კონგრესმა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გენდერული თანასწორობის შესახებ ელექტრონულ კურსი შეიმუშავა

კონგრესმა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გენდერული თანასწორობის შესახებ ელექტრონულ კურსი შეიმუშავა

2023 წლის 1 აგვისტოს კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მიერ შემუშავებული ახალი ელექტრონული კურსის „გენდერული მეინსტრიმინგი ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პილოტირება დაიწყო. კურსი ფოკუსირებულია გენდერული თანასწორობის საკითხებზე და მოიცავს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამის სტრატეგიებსა და კარგ პრაქტიკებს.

ელექტრონული კურსი განკუთვნილია გენდერული თანასწორობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ასევე მუნიციპალური სტრუქტურების თანამშრომლებისთვის.

უაღრესად ინტერაქტიული ელექტრონული კურსი მოიცავს ისეთ მოდულებს, როგორებიცაა - გენდერული თანასწორობის პრინციპები და კონცეფციები, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში საუკეთესო პრაქტიკა, ეროვნული ასოციაციების როლი მის პოპულარიზაციასა და სექსიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მონაწილეები მოდულებს გენდერული თანასწორობის ექსპერტის დახმარებით გაივლიან. 

სამომავლოდ, კურსის გავლა ღია იქნება ყველა მსურველისთვის. რეგისტრაცია კურსის გავლის მსურველებმა ათეას ვებგვერდის საშუალებით უნდა გაიარონ.

კურსი წარმოადგენს კონგრესისა და ათეას მიერ ელექტრონული კურსის ადაპტაციას, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივი ხელისუფლების ასოციაციების ქსელის (NALAS) მიერ გაეროს ქალთა და GIZ-ის მხარდაჭერით. კურსი შემუშავდა პროექტის “მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ევროპის საბჭოს  ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს  მოქალაქეთა მონაწილეობისთვის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მათი ეროვნული ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მცდელობებში მხარდაჭერას, დაბოლოს,  ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეალური გავლენის უზრუნველყოფას.

1 აგვისტო, 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page