Back საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ (CJE) მე-15 საერთო კრების ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილება დაამტკიცა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ (CJE) მე-15 საერთო კრების ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილება დაამტკიცა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის (CJE) წევრებმა მე-15 საერთო კრებაზე ძირითადი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ევროპის საბჭოს ოთხი რეკომენდაციიდან ორი დაამტკიცეს.  

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია (CJE) მიზნად ისახავს მედიის სოციალური ანგარიშვალდებულების ამაღლებას, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვითა და თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერებით. დღესდღეობით, იგი ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც მედია აქტორებს აერთიანებს. ქარტიის მდგრადობისა და წარმომადგენლობითობის კუთხით არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, შემუშავდა ინსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებული რეკომენდაციების პაკეტი. 2023 წლის ოქტომბერში, ქარტიის დირექტორისა და საბჭოს მიერ აღნიშნული პაკეტი დამტკიცდა, ხოლო 2023 წლის დეკემბერში, საერთო კრებაზე ქარტიის წევრებს ოთხი ძირითადი რეკომენდაცია წარედგინათ, შემდგომი განხილვისა და დამტკიცების მიზნით.

რეკომენდაციების უმეტესობა ქარტიის წესდებაში ცვლილებების განხორციელებას საჭიროებდა. ამდენად, საერთო კრების ყოველწლიურ შეხვედრაზე, ქარტიის წევრ 120-მდე პირს ცვლილებების საბოლოო პაკეტის განხილვის შესაძლებლობა მიეცა.

კენჭისყრის შედეგად, საერთო კრებამ შემოთავაზებული ოთხი შესწორებიდან ორი დაამტკიცა. კერძოდ, საერთო კრება დათანხმდა წევრობის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას და კონკრეტული წინაპირობების შემოღებას ახალი წევრების მიღებისა და არსებული წევრების გარიცხვისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც   გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქნილობასა და ქარტიის წევრების ჩართულობას უზრუნველყოფს. ასევე დაინერგა საწევრო გადასახადის მექანიზმი. გადასახადის ზუსტი ოდენობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი და ის სიმბოლური  ოდენობით განისაზღვრება. მიუხედავად ამისა, საწევრო გადასახადის ამოქმედება, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მდგრადობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან, ორგანიზაცია, ამჟამად, მხოლოდ დონორთა შემოწირულობებზე დაყრდნობით ფუნქციონირებს.

დანარჩენი ორი რეკომენდაცია, რომელიც მედია ორგანიზაციების ჩართულობას უკავშირდება (ქარტიის გაფართოების უზრუნველსაყოფად) და გამგეობასა და საჩივრების კომისიას შორის განსხვავების დადგენას გულისხმობს (აღმასრულებელ და მმართველ ორგანოებს შორის ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით) კვლავ განსახილველია.

ზემოთაღნიშნული აქტივობა განხორციელდა „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის მიერ.

თბილისი, საქართველო 9-10 დეკემბერი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page