Back საქართველოს ანტი SLAPPs პლატფორმამ საკუტარი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მოამზადა

საქართველოს ანტი SLAPPs პლატფორმამ საკუტარი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მოამზადა

შვიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისგან შემდგარმა პლატფორმამ, რომელიც ებრძვის სტრატეგიულ სარჩელებს საზოგადოების ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPPs) დაასრულა 2024-2026 წლების სტრატეგიის პროექტზე მუშაობა, რომელშიც ასახულია პლატფორმის მისია და მიზანი. პლატფორმის წევრებმა ასევე მოამზადეს სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს 2024 წლის საქმიანობას.

ანტი-SLAPPs პლატფორმა დაარსდა 2023 წლის მაისში და აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების სფეროში მუშაობენ. მათ შორისაა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT); უფლებები საქართველო (RG); საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI).

პლატფორმის სამწლიანი სტრატეგია ასახავს სტრუქტურის, მმართველობის, წევრობისა და პლატფორმის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებულ წესებს. იგი ასევე ხაზს უსვამს პლატფორმის შექმნის კონტექსტს, მის ხედვას და საბოლოო მიზანს, რომელიც აერთიანებს პლატფორმის ყველა წევრს. პლატფორმის მისიაა ხელი შეუწყოს გარემოს, სადაც საზოგადოების ჩართულობის ყველა ფორმა გარანტირებულია უმაღლესი სტანდარტებით. საქართველოს ანტი-SLAPP პლატფორმის სტრატეგია სრულად ასახავს ევროპის საბჭოს SLAPP-ების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ რეკომენდაციის პროექტის პრინციპებს.

სამოქმედო გეგმა უფრო დეტალურად აღწერს პლატფორმის თითოეული წევრის ჩართულობას 2024 წლის განმავლობაში. სამოქმედო გეგმა ასევე განსაზღვრავს, თუ როგორ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან პლატფორმის წევრები. პლატფორმის ზოგი წევრი  იურიდიული დახმარების მეშვებით ერთვება, სხვები კამპანიების მოწყობით, ადვოკატირებითა და საერთაშორისო წარმომადგენლობით ჩაერთვებიან.

ორივე დოკუმენტის შემუშავების პროცესი მოიცავდა საქართველოს ანტი SLAPP-ის წევრებს შორის კონსულტაციებისა და სემინარების სერიას ევროპის საბჭოს მხარდაჭერით. ეს პროცესი წარიმართა საერთაშორისო ექსპერტიზისა და ევროპაში SLAPP-ების წინააღმდეგ მოქმედი კოალიციის (CASE) გამოცდილების გაზიარებით.

აქტივობების აღნიშნული სერია ჩატარდა პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტის მმართველობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმით საქართველოსთვის.

წინანდალი, საქართველო 29-30 ნოემბერი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page