Back Media Talk on Gender Sensitive Coverage

Media Talk on Gender Sensitive Coverage

2022 წლის 22 თებერვალს, ონლაინ ფორმატში, „მედია საუბრები: როგორ (არ) გავაშუქოთ? - გენდერულად სენსიტიური საკითხები“ გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან თანამშრომლობის ფარგლებში. ღონისძიებას მხარი დაუჭირა ნორვეგიის საელჩომ და ნორვეგიის პრესის საბჭომ და მიზნად ისახავდა ჟურნალისტების ცოდნის ამაღლებას გენდერულად მგრძნობიარე თემების გაშუქების მიმართულებით.

დისკუსია გახსნა საქართველოში ნორვეგიის ელჩმა ჰელენ სანდ ანდრესენმა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ. ნორვეგიიდან და საქართველოდან მოწვეულმა მომხსენებლებმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე:

- როგორ ავიცილოთ თავიდან არსებული გენდერული სტერეოტიპების გამყარება?

- როგორ გავაშუქოთ გენდერზე დაფუძნებული ძალადობა?

- როგორ გავაძლიეროთ ქალთა ხმა მედიაში?

- როგორ ვასწავლოთ პროფესიონალ და ახალგაზრდა ჟურნალისტებს გენდერულად მგრძნობიარე თემების სწორად გაშუქება?

ონლაინ ღონისძიება ჟურნალისტების ჩართულობას ითვალისწინებდა, თუმცა, დასწრება ღია იყო ყველა დაინტერესებული მხარისათვის.

ვებინარების ეს სერია ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტის მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროპის საბჭოს მიერ საქართველოსთვის შემუშავებული 2020 – 2023 წლების სამოქმედო გეგმით.

22 თებერვალი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page