Back 2022 წლის 19-22 ნოემბერს, გაიმართა საქართველოს მე-8 ინტერნეტმმართველობის ფორუმი (GeoIGF 2022)

2022 წლის 19-22 ნოემბერს, გაიმართა საქართველოს მე-8 ინტერნეტმმართველობის ფორუმი (GeoIGF 2022)

ოთხდღიანი კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და 20-მდე თემატურ პანელურ დისკუსიას უმასპინძლა. ღონისძიებას დაესწრო 45 სპიკერი, ასევე საჯარო, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური სფეროს 90 წარმომადგენელი. დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა მედია წიგნიერება, დეზინფორმაცია, საინფორმაციო უსაფრთხოება, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, მულტილინგვიზმი და ხელოვნური ინტელექტი, ეთიკა.  აღნიშნული ფორუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ინტერნეტის სფეროს წარმომადგენლებს ერთმანეთთან შეხვედრის, თავიანთი საქმიანობისა და მიმდინარე პოლიტიკურ-სამართლებრივი ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გაცვლის საშუალებას აძლევს. ამასთანავე, კონფერენცია,  დაინტერესებულ მხარეებს შორის სამომავლო აქტივობების ურთიერთკოორდინაციისათვის კარგი შესაძლებლობაა.

წლევანდელი ინტერნეტმმართველობის ფორუმი, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის საშუალებით, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდა. შემუშავდა დღის წესრიგი, რომელიც ფოკუსირებული იყო ახალგაზრდებისათვის საინტერესო თემებზე.

საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი (GeoIGF) ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა და წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის. ყოველწლიურად, ღონისძიებას  მასპინძლობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომუნიკაციების კომისია და საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება (ISOC Georgia). ფორუმს კოორდინაციას უწევს საქართველოს ტელეკომუნიკაციების ოპერატორთა ასოციაცია (TOA), ევროპის საბჭოს, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) და RIPE Network-ის საკოორდინაციო კომიტეტის (RIPE NCC) მხარდაჭერით.

მოცემული აქტივობა განხორციელდა „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროპის საბჭოს  2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის მიერ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page