Back მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის (CJE) ინსტიტუციური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე

მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის (CJE) ინსტიტუციური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე

2022 წლის 12 სექტემბერს და 20 დეკემბერს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით, ორი ონლაინ შეხვედრა ჩატარდა, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის (CJE) ინსტიტუციური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას ისახავდა მიზნად. შეხვედრებში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებით.

სექტემბერში გამართული შეხვედრის ფარგლებში,  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, არსებული ორგანიზაციული საჭიროებებისა და გამოწვევების შეფასება განხორციელდა. ევროპის საბჭოს ექსპერტებმა განიხილეს დაგეგმილი სამუშაო პროცესი და წარმოადგინეს კვლევისათვის შემუშავებული კონცეფცია და კითხვარი. კვლევა, ქარტიის საქმიანობისა და ეთიკური გაშუქების საკითხების გარშემო დაინტერესებული მხარეების შეხედულებების იდენტიფიცირებას გულისხმობდა. საერთო ჯამში, ჩატარდა ონლაინ ფოკუს-ჯგუფური დისკუსია ქარტიის 6 აპლიკანტთან და ჩაღრმავებული ინტერვიუ მედიის 20 წარმომადგენელთან.

კვლევის შედეგები განხილულ იქნა მეორე ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც 2022 წლის დეკემბერში ჩატარდა. ევროპის საბჭოს ექსპერტებმა რამდენიმე ინსტიტუციური ცვლილების გატარებას გაუწიეს რეკომენდაცია, რომელსაც ქარტიის მუშაობაზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. ამ ეტაპზე, კვლევის შედეგებზე, იდენტიფიცირებულ საჭიროებებსა და შემუშავებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ექსპერტების მიერ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მუშაობის დაწყება იგეგმება.

ქარტიის მუშაობის შედეგად, ქვეყანაში ჟურნალისტური ეთიკისა და სტანდარტების გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ამდენად, ევროპის საბჭო, ახალი ინსტიტუციური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მხარდაჭერის გზით, მიზნად ისახავს ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობასა და მისი შესაძლებლობების გაზრდას, საქართველოში პროფესიული მედიის სფეროში წამოჭრილ ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

მოცემული აქტივობა განხორციელდა „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროპის საბჭოს  2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის მიერ.

2022 წლის 12 სექტემბერი და 20 დეკემბერი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page