Back თბილისში გაიმართა შედარებითი კვლევის პრეზენტაცია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული ევროპული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესახებ

თბილისში გაიმართა შედარებითი კვლევის პრეზენტაცია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული ევროპული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესახებ

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით, ჩატარდა პრეზენტაცია კვლევისა „ტრომსოს კონვენციის სტანდარტები: ტრომსოს კონვენციის მხარე სახელმწიფოებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ჩარჩოების მიმოხილვა“.

კვლევამ აჩვენა, თუ როგორაა ასახული ტრომსოს კონვენციის მოთხოვნები იმ სახელმწიფოთა სამართლებრივ ჩარჩოში, რომელთაც მოახდინეს კონვენციის რატიფიცირება ან ხელი მოაწერეს მას და მიმოიხილა სხვა ევროპული ქვეყნების მიერ მისი იმპლემენტაციის საუკეთესო პრაქტიკა. კითხვა-პასუხის სესიამ კი, დამსწრეებს საშუალება მისცა განეხილათ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამოწვევები როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში. აღნიშნული პრეზენტაცია, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში უკვე განხორციელებული ღონისძიებების ნაწილი იყო და მიზნად ისახავდა საქართველოს მიერ, ტრომსოს კონვენციის რატიფიცირების ფარგლებში, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობას.

გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყების წარმომადგენელმა, კერძოდ, იუსტიციის, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, თავდაცვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, მთავრობის ადმინისტრაციის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, ასევე მედიის განვითარების ფონდის, მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრისა და უფლებები საქართველოს  თანამშრომლებმა.

მოცემული აქტივობა განხორციელდა „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის მიერ.

13 აპრილი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page