Back საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურები ადამიანის უფლებებზე ტრენინგების ჩატარებას შეძლებენ

საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურები ადამიანის უფლებებზე ტრენინგების ჩატარებას შეძლებენ

ადამიანის უფლებათა სწავლების მიმართულებით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისთვის  ტრენერთა ტრენინგი გრძელდება. ტრენინგები ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ორ ეტაპად, 18-22 ივნისს და 26-28 ივნისს, განხორციელდა. ტრენერთა ტრენინგის პროგრამის შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან საგანმანათლებლო დაწესებულების ოცდაათი მანდატური დამოუკიდებლად შეძლებს საგანმანათლებლო საქმიანობის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა საკითხებზე.  კერძოდ, ტრენინგი გაიარეს თბილისის, ქვემო და შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელოს, იმერეთის, აჭარისა და კახეთის რეგიონების  საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებმა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სტერეოტიპები, სტიგმა და დისკრიმინაცია; ტოლერანტობა და მრავალფეროვნება; ბულინგი და კიბერბულინგი; სიძულვილის ენა და მასთან ბრძოლის მექანიზმები; ბავშვის უფლებების კონვენცია; ადამიანის უფლებათა სწავლება - მიდგომები და მეთოდოლოგია; მანდატურის როლი ადამიანის უფლებათა სწავლების სფეროში.

 ევროპის საბჭოს ექსპერტების ზედამხედველობის ქვეშ ტრენინგებს უძღვებოდნენ საგანმანათლებლო დაწესებულების ტრენერად გადამზადებული მანდატურები.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

28 ივნისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page