Back მანდატურები გადამზადდნენ ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში კვალიფიციურ ტრენერად

მანდატურები გადამზადდნენ ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში კვალიფიციურ ტრენერად

ტრენერთა ტრენინგი ადამიანის უფლებათა სფეროში თბილისიდან, გურიიდან და აჭარიდან 15-მა მანდატურმა გაიარა.  მათ  ცოდნა გაიღრმავეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტები, ბავშვთა უფლებები, თანასწორობა და მრავალფეროვნება. მათ ასევე შეიძინეს ის უნარები და ცოდნა, რაც საჭიროა ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში სამუშაოდ, სკოლაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების განსახორციელებლად და თანასწორობისა და მრავალფეროვნების მხარდასაჭერად სკოლის მოსწავლეებსა და კოლეგებს შორის.

2019 წლის ბოლოს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ადამიანის უფლებებათა სწავლების შესახებ ტრენინგის პროგრამა შემუშავდა. პროგრამის შემუშავებასა და ტრენინგის ჩატარებაში ევროპის საბჭოს ექსპერტები იყვნენ ჩართულები. 2019 წლიდან ჯამში, ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო პროგრამით 60 თანამშრომელი (ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და მანდატურები) გადამზადდა. 2021-2022 წლებში, ტრენერმა მანდატურებმა 900-მდე მოქმედი მანდატური გადაამზადეს და საჯარო სკოლებში, მოსწავლეებისთვის 1000-მდე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარეს.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

10-13 ოქტომბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page