ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად ჩაატარა ტრენინგი რეგიონალური მედიისთვის დისკრიმინაციის არსისა და მისი გაშუქების მედია სტანდარტების შესახებ.
ტრენინგის მონაწილეებმა კვალიფიციურ ტრენერებთან, ფსიქოლოგთან, მედია ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს დისკრიმინაციული ინციდენტების, სიძულვილის ენისა და მასთან დაკავშირებული საკითხების მედია გაშუქების ევროპის საბჭოსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიით დადგენილი სტანდარტები, სხვადასხვა სექტორის როლი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და დისკრიმინაციული ქცევის ანატომია. ნატალია ვუტოვამ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, მედიის წარმომადგენლებთან დისკუსიას და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მათი სამომავლო ინიციატივების განხილვას ფასილიტაცია გაუწია.
ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

