Back გრძელდება უწყებათაშორისი თანამშრომლობა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად

გრძელდება უწყებათაშორისი თანამშრომლობა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად

საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მოტივის მტკიცებულების სტანდარტი, სასამართლო პროცესის სპეციფიკა და სასამართლო პრაქტიკა. მათ ხაზი გაუსვეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებზე ერთობლივი მიდგომის მნიშვნელობას და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ მონაცემების წარმოებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ასევე განიხილეს 2020 წელს ხელმოწერილი მემორანდუმით წარმოქმნილი ვალდებულებები, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და უზენაესი სასამართლო შეთანხმდნენ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ მონაცემების ერთიანი მეთოდოლოგიით წარმოებაზე.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

4-5 ნოემბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page