Back პირველი ტრენერთა ტრენინგი ელექტრონული სასწავლო პლატფორმის - HELP ფარგლებში

პირველი ტრენერთა ტრენინგი ელექტრონული სასწავლო პლატფორმის - HELP ფარგლებში

2017 წლის 25-26 იანვარს გაიმართა პირველი ტრენერთა ტრენინგი ელექტრონული სასწავლო პლატფორმის - HELP (ევროპული პროგრამა ადამიანის უფლებებში იურისტების განათლებისათვის) ფარგლებში. ტრენინგი მიზნად ისახავდა HELP-ის ადგილობრივი სერტიფიცირებული ტრენერების გუნდის შექმნას. ტრენინგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის ოფისის ორგანიზებით ჩატარდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. ღონისძიება შედგა ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით. ტრენინგში ასევე ჩართული იყო პროკურატურა, რაც დამატებით ღირებულებას სძენდა ტრენინგს.

ტრენერთა ტრენინგის მონაწილეები იყვნენ სხვადასხვა იურიდიული სფეროს წარმომადგენლები, როგორებიც არიან მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა და გაიუმჯობესეს უნარები ზრდასრულთა სწავლების ტექნიკების გამოყენების, HELP-ის კურსების ქართულ კანონმდებლობასთან ადაპტირების, HELP-ის სასწავლო პლატფორმის გამოყენებისა და დოსტანციურ კურსებზე ინტერაქტიულობის გაზრდის შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიონალი იურისტების მხრიდან გამოჩენილი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფრო მეტი HELP-ის კურსების ხელმისაწვდომობა ქართულ ენაზე.

თბილისი, საქართველო 25-26 იანვარი, 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page