2021 წელს ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას მრავალფეროვან საზოგადოებაში საპოლიციო საქმიანობის შესახებ საპილოტე პროგრამის განვითარებაში დაეხმარა. ეს აქტივობა მიზნად ისახავდა რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ სახელმძღვანელოს დანერგვასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო პროგრამაში მის ინტეგრირებას. სამუშაო პროცესი მოიცავდა ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ერთად პროგრამის შემუშავებას, პოლიციის აკადემიის ინსტრუქტორებისთვის ტრენერთა ტრენინგის ჩატარებასა და საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზებას საშუალო რგოლის მენეჯერებთან საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ. ტრენერთა ტრენინგი და საინფორმაციო შეხვედრა 2021 წლის 18-19 ოქტომბერსა და 20-21 ნოემბერს ჩატარდა.
ამ აქტივობის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აიმაღლეს ცნობიერება საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური თემების ისტორიისა და კულტურული მრავალფეროვნებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ ქართულ საზოგადოებაში უმცირესობების ინტეგრაციისთვის.
ამ აქტივობას ხარს უჭერს ევროპის საბჭოს პროექტი “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში”, რომელიც ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

